ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარედ დავით ქევხიშვილი აირჩიეს
ქევხიშვილის კანდიდატურას საკრებულოს ოცდაოთხმა წევრმა დაუჭირა მხარი, ხოლო 2 დეპუტატი წინააღმდეგ წავიდა. საკრებულოს თავმჯდომარე დეპუტატებმა ქალაქ ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატი ვანო მამულაშვილი აირჩიეს.
დავით ქვხიშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა. 2012 წელს ის დაინიშნა ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებლად, სადაც 2014 წლის 25 აპრილამდე მუშაობდა. ქევხიშვილი საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების წევრი იყო, 2004-2008 წლებში ნაკრების კაპიტანის თანამდებობა ეკავა. ის, ასევე, არის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი და პრიზიორი, ღირსების ორდენის კავალერი. ყვარლის ახლადარჩეული საკრებულოს თავმჯდომარე 2012 წლის დეკემბრიდან ძიუდოს ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტია. ყვარლის წარმომადგენლობითი ორგანოს პირველივე სხდომაზე მუდმივმოქმედი 5 კომისიის თავმჯდომარეც აირჩიეს.
სოციალური, კულტურის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიას უხელმძღვანელებს ქეთევან სეფაშვილი, საფინანსო–საბიუჯეტო კომისიას – თამარ დენტოშვილი, იურიდიულ საკითხთა კომისიას – ზურაბ კაპანაძე, სივრცით -ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურის და ბუნებრივი რესურსების კომისიას – სერგო მამაგულაშვილი, ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიას კი ზურაბ ჩხეიძე. ყვარლის მუნიციპალიტეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სულ 12 მაჟორიტარული და პროპორციული წესით არჩეული 15 წევრია. ,,ქართულ ოცნებიდან“ საკრებულოს წევრია 20 დეპუტატი, ,,ნაციონალური მოძრაობიდან“ – 4, ,,ევროპული საქართველოდან“ – 1, „ლეიბორისტული პარტიიდან“, – 1, ხოლო ,,პატრიოტთა ალიანსიდან“ კი – ერთი.