პანკისის ენერგომომარაგების გაუმჯობესებისთვის ელექტროსისტემის რეაბილიტაცია განხორციელდა
სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში შეიცვალა ქსელის ინფრასტრუქტურა.
როგორც knews.ge-ს სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“-ში განუცხადეს, ინფრასტრუქტურის ცვლილებამ 2200-მდე აბონენტის ენერგომომარაგება უფრო სტაბილური გახადა.
კომპანიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში ახმეტა-პანკისის დამაკავშირებელ მაგისტრალზე გამოიცვალა გადამცემი ხაზები და ძველი, ამორტიზირებული ბოძები შეიცვალა ახალი საყრდენებით.
,,ამ ეტაპზე სამუშაოები მიმდინარეობს სოფლებში” ხალაწანში, შუა ხალაწანსა და კუწახტაში. სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია მდინარე ალაზანზე ახალი ხაზის მშენებლობა, რომელიც ომალოსა და ხალაწანის ენერგომომარაგების სტაბილურობას უზრუნველყოფს. სოფელ ომალოში ძაბვის ხარისხის ამაღლების მიზნით დაგეგმილია ასევე ახალი ტრანსფორმატორის მონტაჟიც”,- განუცხადეს Knews.ge-ს სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიაში“