მსოფლიოში უძველესი ღვინის ჭურჭელი საქართველოში აღმოაჩინეს
ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა BBC წერს. სტატიაში აღნიშნულია, რომ აღმოჩენილი ღვინის ქვევრების ფრაგმენტების ნაწილები თბილისიდან სამხრეთით, ორ სხვადასხვა ადგილას იპოვნეს.
BBC წერს, რომ მანამდე ყველაზე ძველად ირანში ნაპოვნი ქვევრი მიიჩნეოდა, რომელიც 7 ათასი წლით თარიღდება.
გამოცემის ცნობით, რამდენიმე დოქზე ყურძნის ორნამენტები და მამაკაცის ცეკვაა ასახული. ტორონტოს უნივერსიტეტის მთავარი მკვლევარი, სტეფან ბატიუკი მიუთითებს, რომ ერთ-ერთი უძველესი მსგავსი ღვინის ჭურჭელი, რომელიც 7000 წლით თარიღდებოდა, ირანში იყო აღმოჩენილი, ახლა კი ქართული თიხის დოქები ისტორიაში ერთ-ერთ უძველესად დასახელდა.
“ეს ევრაზიული ყურძნის უძველესი მაგალითია. ღვინის ნაერთები, რომელიც ჭურჭელში იქნა აღმოჩენილი, სწორედ ამის დასტურია,” – ამბობს სტეფან ბატიუკი.