2016 წელს თელავის მერის ანაზღაურებამ 44 880 ლარი შეადგინა
დეკლარაციის მიხედვით, პლატონ კალმახელიძის წლიურმა შემოსავალმა 44 880 ლარი შეადგინა, საიდანაც 11 880 ლარი პრემია–დანამატების სახით მიიღო. კანონმდებლობის მიხედვით, თვითმმართველი ქალაქის მერის ყოველთვიური ანაზღაურება 2 750 ლარია, რაც წელიწადში, ჯამში, 33 000 ლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ 2016 წელს კალმახელიძემ 12 თვითმმართველი ქალაქის უმაღლესი თანამდებობის პირებს შორის რუსთავის მერის შემდეგ ყველაზე მეტი ანაზღაურება აიღო. 2015 წელს ქალაქ თელავის მერის ანაზღაურება 41 250 ლარი იყო. გარდა ამისა, დეკლარაციიდან ირკვევა, რომ კალმახელიძის საკუთრებაშია ქალაქ თელავში, ლეონიძის II შესახვევში მდებარე 441 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი, 303 კვ.მ. ფართობის საცხოვრებელი სახლი და 45. 60 კვ.მ. ფართობის არასაცხოვრებელი ფართი.
პლატონ კალმახელიძე თელავის მერად 2014 წლის 12 ივლისს აირჩიეს. მანამდე ის მუშაობდა შპს მობიტელის თელავის ფილიალის დირექტორად, საიდანაც მისი თანამდებობრივი წლიური სარგო 65764 ლარს შეადგენდა.