გურჯაანის სასამართლომ მამაკაცს ოჯახში ძალადობის ბრალდებით პატიმრობა შეუფარდა
მას პროკურატურა საკუთარ მეუღლეზე განხორციელებულ ძალადობასა და მუქარას ედავება. დღეს, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ, მამაკაცს აღკვეთი ღონისძების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მომდევნო სასამართლო პროცესი 29 დეკემბერს გაიმართება. გურჯაანის რაიონული პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულმა 28 ოქტომბერს, სოფელ ჩუმლაყში, მეუღლეს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ფიზიკურად გაუსწორდა. 8 ნოემბერს კი ის ცოლს მობილურ ტელეფონზე ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებით დაემუქრა.
როგორც knews.ge–ს გურჯაანის რაიონულ პროკურატურაში განუცხადეს, გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით და მე–11–151–ე პრიმა მუხლით, რომლებიც ოჯახში ძალადობასა და მუქარას გულისხმობს.