თელავში ბრენდული სასტუმრო გაიხსნება
გენერალური დირექტორის ლევან ერისთავის განცხადებით, ბრენდის 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო 2018 წლის ზაფხულში გაიხსნება. პროექტს შპს „სასტუმრო თელავი“ ახორციელებს. კომპანია ბიზნეს ჯგუფის ნაწილია, რომელიც საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით საქმიანობს, ხოლო სასტუმრო ბიზნესის თვალსაზრისით, ეს მათი პირველი პროექტია.
,,მცირე ბიზნეს გეგმას სხვადასხვა კომპანიებს ელექტრონულად ვუგზავნიდი და ამ პროცესმა დაახლოებით 1 წელი წაიღო. მოგვიწია დარწმუნება, რომ კახეთში მსგავსი ბრენდის სასტუმროზე მოთხოვნა იყო. კვლევები ჩავატარეთ, რამაც ნათლად დაგვანახა რომ კახეთში ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება და მაღალი კლასის სასტუმროზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა. აპრილში მშენებლობა დავიწყეთ. ფოკუსირებას ძირითადად ტურისტებზე ვაკეთებთ. შპს „სასტუმრო თელავი“ სასტუმროების გახსნას სხვა რეგიონებშიც აპირებს. კახეთში კიდევ ერთი საერთაშორისო ბრენდი შემოგვყავს, რომელიც სასტუმროს მართვას განახორციელებს. საუბარია ესპანურ კომპანია T3 Hospitality Management-ზე. სასტუმროში ძირითადად ადგილობრივები, დაახლოებით 60-70 ადამიანი დასაქმდება,“ – აღნიშნა ერისთავმა.
სასტუმროს ასაშენებლად თელავში 15 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება.