გურჯაანის საკრებულოში ოპოზიციას 8 დეპუტატი ეყოლება
როგორც knews.ge-ს გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ განუცხადა, მანდატების უმრავლესობა „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო. მაია ჩუთლაშვილის ინფორმაციით, 24 მაჟორიტარული ოლქიდან 22-ში სახელისუფლებო პარტიის კანდიდატებმა გაიმარჯვეს, 2 მაჟორიტარი დეპუტატი კი საკრებულოში „ევროპული საქართველოდან“ იქნება.
,,პროპორციული სისტემით გურჯაანის საკრებულოში 15 მანდატიდან, 9 ,,ქართულმა ოცნებამ’’, 3 „ევროპულმა საქართველომ“, 2 „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და 1 „პატრიოტთა ალიანსმა“ მიიღო. ჯამში, გურჯაანის საკრებულოს 39 წევრიდან 31 იქნება მმართველი პარტიიდან, 5 – „ევროპული საქართველოდან“, 2 – „ნაციონალური მოძრაობიდან“ და 1 – „პატრიოტთა ალიანსიდან’’, – განუცხადა Knews.ge-ს მაია ჩუთლაშვილმა.