ყვარელში ავარიის შედეგად ახალგაზრდები მძიმედ დაშავდნენ
როგორც knews.ge–ს თვითმხილველებმა განუცხადეს, ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახნენ. მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა.
სამი დაშავებული მგზავრი თავდაპირველად სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ყვარლის საავადმყოფოში მოათავა. მოგვიანებით კი ორი მათგანი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთი პაციენტის ჰოსპიტალიზაცია მოგვიანებით იგეგმება. მეფიკოსების ინფორმაციით, ორ დაშავებულს თავის ტრავმა აქვს, ერთს კი ბარძაყის ძვლის მოტეხილობა აღენიშნება. მათივე განცხადებით, ახალგაზრდა მამაკაცების მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
როგორც knews.ge-s შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც ტრანსპორტის მოძრაობის ექსპლუატაციის და მოძრაობის წესის დარღვევას გულისხმობს.