სოფელ არგოხში საშემოდგომო დოღი გაიმართება
დოღი ორ დისტანციაზე, 3 და 6 კილომეტრზე ჩატარდება. მათივე ინფორმაციით, ღონისძიება თუშური ტრადიციების შენარჩუნებას ისახავს მიზნად. შეჯიბრში მონაწილეობის მსურველებმა წინასწარ უნდა გაიარონ რეგისტრაცია ტელეფონის მეშვეობით, ნომერზე: 599-23-11-32.
„დოღი ტრადიციალუად შემოდგომასა და გაზაფხულზე იმართება. არგოხში სპეციალურად მოვაწყეთ იპოდრომი, რომელიც ერთ–ერთისაუკეთესოა. 13 მაისს სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი. დოღი ორ მანძილზე, 3000 და 6000 მეტრზე გაიმართება. საპრიზო ფონდი იქნება 2 000 ლარია, რომელიც პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელებზე გადანაწილდება. დოღზე მოვიწვევთ ადგილობრივ და უცხოელ ბიზნესმენებს, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს და ა.შ.“, – განუცხადეს knews.ge–ს დოღის ორგანიზატორებმა.
შეჯიბრი 14:00 საათზე დაიწყება. გამარჯვებულებს ფულადი პრემიები გადაეცემათ. დოღი მეოთხე წელია „თუშეთის საცხენოსნო საზოგადოების“ ორგანიზებითა და ღვინის კომპანია „დანიელის“ ფინანსური მხარდაჭერით იმართება.