ახალი ამბები

საგარეჯოში ავარიას ახალგაზრდა ქალბატონის სიცოცხლე ემსხვერპლა

შემთხვევა დაახლოებით, 1 საათის წინ მოხდა.
თვითმხილველების თქმით, ერთმანეთს შეეჯახა „მიცუბიშის“ მარკის ავტომანქანა და „ფორდ ტრანზიტი“. შემთხვევის შედეგად მსუბუქი ავტომობილის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, ორი ადამიანი კი დაშავდა. შემთხვევის ადგილზე, ამ წუთებში, ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რომელიც გულისმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.