ახალი ამბები

თუშეთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა სპეციალური რეჟიმით განხორციელდება

როგორც knews.ge-ს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი სეთურიძემ განუცხადა, თოვლისა და ზვავსაშიშროების გამო, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის კმ30-კმ50 მონაკვეთზე, ყოველდღე, საღამოს 18:30 სთ-დან დილის 12:00სთ-მდე, იკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა. მისივე ინფორმაციით, დროის დანარჩენ პერიოდში აღნიშნულ მონაკვეთზე დაშვებულია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილების მოძრაობა. 
„ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე ავტომობილების მოძრაობის სპეციალური რეჟიმი უამინდობის გამო დავაწესეთ, რათა ავირიდოთ მოსალოდნელი საფრთხე. თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზის კმ1-კმ29 და კმ51-კმ72 მონაკვეთებზე მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომანქანებს შეეძლებათ მოძრაობა“, – განუცხადა knews.ge-ს გიორგი სეთურიძემ. 
4 ოქტომბერს, დილით, ფშაველი–აბანო–ომალოს ერთადერთ საავტომობილო გზაზე, ორ ადგილას მცირე ზვავი ჩამოწვა, რომლის გამოც ორმა ავტომანქანამ მოძრაობა ვეღარ განაგრძო. აბანოს უღელტეხილთან ლევან სულაკაურმა, რომელიც ომალოში სასტუმროს აშენებს, და მისმა მეგობარმა ღამე ავტომობილში გაათიეს. საავტომობილო გზის ჩაკეტვის გამო თუშეთიდან უახლოეს საავადმყოფოში ავადმყოფი ტურისტი ორი დღის შემდეგ გადაიყვანეს.მას ორი დღის განმავლობაში ფარული სისხლდენა ჰქონდა.