კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის ვაკანსია ქალაქ თელავში
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- არსებულ კორპორატიულ კლიენტებთან შეხვედრების ორგანიზება, სიახლეების გაცნობისა და პრობლემატური საკითხების მოგვარების მიზნით; აღნიშნული შეხვედრების შედეგებზე რეპორტის მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა
- ახალი კორპორატიული მომხმარებლების მოძიება, კომპანიის პროდუქციის შეთავაზება და მოლაპარაკებების წარმოება სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმების მიზნით
- უშუალო ხელმძღვანელისთვის კლიენტების შესახებ ყოველკვირეული რეპორტების მომზადებაზე განმავლობაში გაფორმებული ხელშეკრულებების და კლიენტების შესახებ (სრული ინფორმაციის მიწოდება)
- ხელშეკრულების პირობების შესრულების მუდმივი მონიტორინგი
- კორპორატიული კლიენტების პორტფელის წარმოება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების/მომსახურების სფეროში აუცილებელია;
- საავტომობილო და/ან სპეცტექნიკის სერვისის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება დამატებით უპირატესობად ჩაითვლება;
- რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
- MS Office პროგრამების ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
- სხარტი აზროვნების მქონე
- ენერგიული
- კომუნიკაბელური
- გუნდურ მუშაობაზე ორიენტირებული
- შრომისმოყვარე, ორგანიზებული
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tegetamotors.ge2017 წლის 30 ოქტომბრამდე.
გაცნობებთ, რომ შევსებული ანკეტა ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 10 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს „თეგეტა მოტორსის“ ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს!