ენმ–ს ლაგოდეხის მერობის კანდიდატი თბილისში აქციაზე დააკავეს
აქციას ნაციონალური მოძრაობის წევრები და მათი მხარდამჭერები მართავდნენ, სადაც თორნიკე მაჭარაშვილიც იმყოფებოდა. ის პარლამენტის დეპუტატებთან ერტად ცდილობდა საკრებულოს სხდომაზე შესვლას, სადაც ბიძინა ივანიშვილისთვის თბილისის ცენტრში მდებარე მიწის ნაკვეთების სიმბოლურ ფასად გადაცემის გადაწყვეტილება მიიღეს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ევა ლომთაძე მაჭარაშვილის დაკავებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებს. გავრცელებული ინფორმაციით, თორნიკე მაჭარაშვილი პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს.
ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მაშინ მოხდა, როდესაც მათ საკრებულოს დეპუტატის სხდომაზე შეშვება მოითხოვეს.