ახალი ამბები

ახმეტაში დაკარგული 86 წლის ქალბატონი ზემო ალვანში იპოვეს

„დღეს მამაჩემი ზემო ალვანში, ტყეში წავიდა. შემთხვევით მდინარე ალაზნის ხიდთან ნახა. ციალა ბებია დაახლოებით ნახევარი საათის წინ ვიპოვეთ“, – განუცხადა knews.ge–ს ფიქრია კაცელაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ციალა კაცელაშვილს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. 86 წლის ქალბატონს ოჯახის წევრები 6 დღის განმავლობაში თელავში იძებდნენ. ის 5 ოქტომბერს დაიკარგა. როგორც knews.ge–ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ოლია კაცელაშვილის სამძებრო სამუშაოები მთელი ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურად მიმდინარეობდა.