საგარეჯოში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითად მოსიარულე ემსხვერპლა
ქვეითი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. როგორც Knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რომელმაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.