ცესკო – დევნილებს, ხმის მისაცემად, დევნილის მოწმობა აღარ დასჭირდებათ
ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი შარაბიძის განცხადებით, დევნილები საარჩევნო პროცესში მონაწილეობას საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან პასპორტის წარდგენის შემთხვევაში მიიღებენ.
„კანონში ცვლილება ივნისში შევიდა ძალაში, რომლის თანახმადაც, ყველა დევნილი ისევე, როგორც ყველა სხვა დანარჩენი მოქალაქე, თუკი არის ამომრჩეველთა სიაში, მას არ დასჭირდება დამატებით დევნილის მოწმობის წარდგენა”, – განაცხადა გიორგი შარაბიძემ.