ძიუდოში საქართველოს ჩემპიონატის დასკვნითი ნაწილი ყვარელში ჩატარდება
საკლუბო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ოთხი კლუბი „შევარდენი 2005“, „პატარა კახი“, „ლიდერი“ და „ლომჭაბუკი“ მიიღებს მონაწილეობას.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული კლუბები საკვალიფიკაციო ეტაპზე ოთხ საუკეთესო პოზიციაზე გავიდნენ. კენჭისყრა ძიუდოს აკადემიაში 14 ოქტომბერს ჩატარდება.
ფინალური ეტაპის საპრიზო თანხად 160 000 ლარია განსაზღვრული.