თელავში ფესტივალი ,,თელავინო” მიმდინარეობს
,,საქართველოს მასშტაბით გურჯაანი გამოირჩევა ყურძნის ჯიშების მრავალფეროვნებით, მდიდარია ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებით და ყოველთვის მოწინავე ადგილზეა ყურძნის გადამუშავების რაოდენობის მხრივ. შესაბამისად, ღვინოც დიდი რაოდენობით იწარმოება და ღვინის ტურიზმის განვითარებისთვის დიდი პოტენციალი არსებობს. მაქსიმალურად შევუწყობ ხელს, რომ ახლო მომავალში, გურჯაანი ღვინის კულტურის ცენტრად გადაიქცეს. მართალია, პირველად ვუმასპინძლეთ ღვინის ფესტივალს კვირეულის ფარგლებში, მაგრამ ვიმედოვნებ, მომავალში უფრო მასშტაბურად და მრავალფეროვანი პროგრამით შევხვდებით ჩვენ სტუმრებს,“ – განუცხადა knews.ge-ს გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა.
ქართული ღვინის კვირეული“ სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, წელს მეოთხედ ტარდება.
,,დღეს, თელავში საკუთარი პროდუქცია წარმოადგინა ღვინის მწარმოებელმა კომპანიებმა და საოჯახო მარნებმა. სტუმრები აგემოვნებენ სხვადასხვა სახეობის ღვინოს, ჭაჭასა და სხვა ალკოჰოლურ სასმელებს. ღონისძიების ფარგლებში იმართება ტრადიციული რეწვის ნიმუშებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, მოეწყო რთველის ტრადიციებთან, ასევე, მეღვინეობასთან დაკავშირებული ფოტოგამოფენა და ეთნოგრაფიული ექსპოზიციები. ადგილობრივმა ფოლკლორულმა ანსამბლებმა სტუმრებს საკუთარი შემოქმედება გააცნეს”, – განუცხადეს knews.ge-ს ღვინის ეროვნულ სააგენტოში.
ღონისძიებისადმი საქართველოს მოსახლეობისა და ტურისტების დიდი ინტერესის გათვალისწინებით, 2016 წელს გადაწყდა, რომ „ქართული ღვინის დღე“ კვირეულის სახეს მიიღებდა.