4 წლის შემდეგ გურჯაანი იქნება ერთ-ერთი საუკეთესო რაიონი
დაიბადა 1975 წლის 4 ოქტომბერს გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინში;
1992 წელს დაამთავრა სოფელ ვეჯინის საშუალო სკოლა;
1991 წელს გაიარა ბიზნესის სკოლის ერთწლიანი კურსი;
1992-1996 წლებში სწავლობდა თბილისის საბანკო-საფინანსო ინსტიტუტის საერთაშორისო ეკონომიკის ფაკულტეტის საერთაშორისო ფინანსებისა და კრედიტების სპეციალობაზე;
1998-2004 წლებში მუშაობდა „გაერთიანებულ ქართულ ბანკში“ სხვადასხვა თანამდებობაზე: იყო გურჯაანის რეგიონული ფილიალის ეკონომიკური განყოფილების სპეციალისტი (1998-1999 წწ.) და იმავე ფილიალის მმართველის მოადგილე (1999-2002 წწ.), თელავის ფილიალის მმართველი (2003-2004 წწ.);
2009 წლიდან ბოლო დრომდე იყო „ლიბერთი ბანკის” (სახალხო ბანკის) გურჯაანის ფილიალის მმართველი;
ფლობს რუსულ ენას;
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
მუნიციპალური და სახელმწიფო პროგრამების ეფექტურობის გაზრდა სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით, გურჯაანის ტურისტული პოტენციალის გაძლიერება და ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, მათ შორის, ღვინის ტურიზმის, საოჯახო სასტუმროებისა და მარნების განვითარებით; მცირე ბიზნესის ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამის მოსახლეობამდე მიტანა და მათი სამეწარმეო პოტენციალის გაზრდა; ახალგაზრდების გააქტიურება და მათი ჩართულობის ხელშეწყობა; სტაბილური წყალმომარაგება თითოეულ სოფელსა და ქალაქს, დასუფთავების პრობლემების მოგვარება, – ეს იმ ძირითადი საკითხების ჩამონათვალია, რომელზე მუშაობასაც ,,ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ გურჯაანის მერობის კანდიდატი არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში გეგმავს.
ნახეთ ვიდეომასალა (R)