თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმებას თელავში კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ
ისინი კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ თელავისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმებას. პროტესტის ნიშნად მათ თელავის მერობის კანდიდატად ცხვარი უკვე “წარადგინეს”. აქტივისტები ამბობენ, რომ ცენტრალური ხელისუფლება ადგილობრივ თვითმმართველობას საკუთარ გაგრძელებად მიიჩნევს.
,,თვითმმართველობა რეალურად არ გვაქვს და ისეთი პირი უჩანს, რომ კიდევ კარგა ხანი არ გვექნება. ცენტრალური ხელისუფლება ადგილობრივ თვითმმართველობას და მოსახლეობას უყურებს, როგორც ცხვარს. ჩვენ მოვუწოდებთ ადამიანებს, რომლებიც არ აპირებენ არჩევნებზე წასვლას და არაფრის იმედი არ აქვთ და თვლიან, რომ არცერთი პარტია მათ მხარდაჭერას არ იმსახურებს, მაინც მივიდნენ არჩევნებზე, ჩაწერონ ბიულეტენში და შემოხაზონ ცხვარი. ჩვენდა სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის რიგი წარმომადგენლები ამ ხედვას ამართლებენ და მართლაც ცხვრებივით იქცევიან. ამის ნათელი მაგალითია თელავის, როგორც თვითმმართველი ქალაქის გაუქმება. ჩვენ ყველას გვახსოვს ვითარება, როცა საკრებულოს ორი კვირით ადრე გადაწყვეტილების მიღებამდე წერილი უნდა გაეგზავნა ცენტრალური ხელისუფლებისთვის, რომ შეენარჩუნებინათ თვითმმართველი ქალაქი თელავი, მაგრამ ორი კვირის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მაინც მხარი დაუჭირეს”, – განუცხადა knews.ge-ს არჩილ მჭედლიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 15 მაისს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 14 მუნიციპალიტეტის საკრებულოს გაუგზავნა წერილი, რომლითაც წარმომადგენლობით ორგანოებს მოსთხოვა, ქალაქისა და თემის მუნიციპალიტეტების გაერთიანებაზე. თოთხმეტივე წარმომადგენლობითმა ორგანომ მხარი დაუჭირა სამინისტროს ინიციატივას.