პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა ქალთა კვოტირების საკითხს მხარი დაუჭირა
სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს „ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის“ მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა, რომელსაც მხარს 30 ათასი ამომრჩეველი უჭერს. დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, როგორც პარლამენტის, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, სქესთა ბალანსი ისე უნდა დაიცვან, რომ პარტიის პროპორციულ სიაში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის კანდიდატი წარადგინონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცენტრალური საარჩევნო კომისია პარტიებს ხარვეზების აღმოსაფხვრელად სიას უკან დაუბრუნებს, ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში კი პარტია რეგისტრაციას ვერ გაივლის.