საგარეჯოში ავარიას 17 წლის მოზარდი ემსხვერპლა
თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი “ჰონდას” და “ფორდის” მარკის ავტომობილები შეეჯახა. 17 წლის მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რომელმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.