ახალი ამბები

ნაფარეულში თელაველი მხატვრის ელენე ლუხუტაშვილის ნახატების გამოფენა გაიმართება

გამოფენის ნახვის შესაძლებლობა ნებისმიერ მსურველს შეეძლება.
88 წლის თვითნასწავლი მხატვრის ნახატები შექმნილია შუშის ბოთლების, ჭურჭლის, თიხის ნამტვრევებით, ქვებით და ცემენტის და ქვიშის გამოყენებით. ელენე ლუხუტაშვილი აღნიშნავს, რომ მის ყველა ნამუშევარს თავისი ისტორია აქვს. 
„ბავშვობაში საღებავები და ფანქრები არ მქონდა. ვფიქრობდი, რითი დამეხატა, რომ საღებავი არ დამჭირვებოდა. დავიწყე კენჭების შეგროვება და ნამუშევრების შექმნა. შემდეგ მივადექი ჭურჭლის ნამტვრევებს და ასე შეიქმნა ჩემი ნამუშევრები“, – აცხადებს ელენე ლუხუტაშვილი.