გურჯაანის 5 სოფელს გაზმომარაგება შეუწყდება
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, ბუნებრივი აირის გათიშვის მიზეზი რუსთავი-თელავი-ჟინვალის DN-300მმ-იან მაგისტრალურ გაზსადენზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებია.
,,აღნიშნული გაზსადენის 69,3-83,1 კილომეტრებს შორის სარემონტო სამუშაოების ჩატარებისას 3 კოროზიული მონაკვეთი შეიცვლება და მიმდინარე სამუშაოები უზრუნველყოფს მაგისტრალური გაზსადენის გამართულ და სტაბილურ ფუნქციონირებას, ხელს შეუწყობს ბუნებრივი გაზის შეუფერხებელ მიწოდებას”,– განაცხადეს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში.