თელავის მერის კანდიდატის პრიორიტეტები (R)
„ჩემი პრიორიტეტი ინფრასტრუქტურული პროექტები და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა იქნება“ – აცხადებს „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თელავის მერობის კანდიდატი შოთა ნარეკლიშვილი.
მისივე თქმით, აღნიშნული პრიორიტეტების გარდა, მნიშვნელოვანია თელავის მუნიციპალიტეტში არსებული სხვა გამოწვევების დაძლევა, რასაც მერობის კანდიდატი ადგილობრივ მოსახლეობასთან თანამშრომლობით გეგმავს.
პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა, დღეს კახეთის რეგიონში მერობის რვა კანდიდატი წარადგინა.