ახალი ამბები

თელავსა და თუშეთში ხანძრის ლიკვიდაცია ამ დრომდე ვერ ხერხდება

უწყების ცნობით, აღნიშნულ ტერიტორიებზე ხანძრის ლიკვიდაცია ამ დრომდე ვერ ხერხდება. 

„კოხტას მთაზე სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა, შეივსო წყლის ავზები. ადგილზე 500-ზე მეტი ადამიანი მუშაობს. ჯერჯერობით სალიკვიდაციო სამუშაოებში ერთი ქართული ვერტმფრენია ჩართული. ორი ირანული ვეტმფრენი მოგვიანებით ჩაერთვება. ცალკეული კერების ქრობის სამუშაოები მიმდინარეობს. ძირითადი კერები უკვე ლოკალიზებულია. დამატებითი ძალის შეყვანის საჭიროება და ავიაციის ჩართვის აუცილებლობა არ არის,“ – განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.