ახალი ამბები

ქალაქ თელავში ძველი შენობა დაიწვა

როგორც knews.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ცეცხლი მიტოვებულ ძველ შენობას წაეკიდა.

,,ამ დროისთვის ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. ადგილზე მუშაობდა 4 სახანძრო მანქანა. ცეცხლი ძველ შენობას გაუჩნდა და ხანძრის გაჩენის მიზეზებს გამოძიება დაადგენს”, – განუცხადეს knews.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.