ირაკლი სესიაშვილი: „მომავალი 3-4 წლის განმავლობაში, კახეთში, მასშტაბური პროექტების განხორციელებას ვაპირებთ“ (R)
კახეთში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა და მომავალი 3-4 წლის განმავლობაში სხვა მასშტაბური პროექტების განხორციელება იგეგმება. ამის შესახებ თელავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.
„ეს შეეხება გზებს, წყალმომარაგებას, გაზმომარაგებას და სისტემების მთლიანად განვითარებას. ამიტომ, რეგიონში ჩვენ გვჭირდება მაღალი კვალიფიკაციის, ღირსეული და წესიერი ხელმძღვანელები“ – აღნიშნა პარლამენტის დეპუტატმა.
მისი თქმით, მოსახლეობისგან იგრძნობა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ღირსეული კანდიდატები შეარჩია. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 5 სექტემბერს კახეთის რეგიონის მერობის რვა კანდიდატი წარადგინა.