პრემიერი კახეთის მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებს წარადგენს
knews.ge-ს ინფორმაციით, ამ ეტაპზე, თელავის მერის თანამდებობაზე გუგა გურაბანიძისა და შოთა ნარეკლიშვილის კანდიდატურები განიხილება. გუგა გურაბანიძე თელავის მერიის სპორტის გაერთიანების ხელმძღვანელია, შოთა ნარეკლიშვილი კი ქალაქ თელავის 2014 წლის მოწვევის საკრებულოს წევრია.
„ქართული ოცნებიდან“ ახმეტის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი სავარაუდოდ სოსო ქარუმაშვილი იქნება. იგი 2009-2010 წლებში იყო გამგებლის წარმომადგენელი ქალაქ ახმეტის ადმინისტრაციულ ერთეულში. 2010 წელს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარდგენით გახდა ახმეტის საკრებულოს წევრი.
მმართველი გუნდი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატურაზე, სავარაუდოდ, ჯონდო მდივნიშვილს წარადგენს. მდივნიშვილი „ლიბერთი ბანკის“ კახეთის რეგიონული ფილიალის მმართველია.
გურჯაანში სახელისუფლებო პარტია ლიბერთი ბანკის მმართველის არჩლ ხანდამაშვილის კანდიდატურის დასახელებას გეგმავს. ყვარლის, სიღნაღის, დედოფლისწყაროსა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატები ამ ეტაპზე ცნობილი არ არის.