წლის ბოლოს თელავში მულტიფუნქციური სპორტის სასახლე გაიხსნება
ამ ეტაპზე მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.
კახეთის გუბერნატორის, ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, სპორტის სასახლე ორდარბაზიანი იქნება. დიდი დარბაზი 1 500 მაყურებელს დაიტევს, პატარა კი 500 ადამიანზე იქნება გათვლილი.
კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე, დასასვენებელი სკვერის მოწყობაც იგეგმება.
,,მშენებლობა დასასრულს მიუახლოვდა, მალე შენობის გადახურვის სამუშაოებიც დაიწყება. ეს კი საშუალებას მოგვცემს, რომ დავიწყოთ შიდა მოსაპირკეთებელი სამუშაოები და წლის ბოლოსათვის ეს უნიკალური სპორტული კომპლექსი მუშაობას დაიწყებს. აქვე ახლოს შენდება რაგბის თანამედროვე სტადიონი და საცურაო აუზი. მნიშვნელოვანია, რომ თელავში სპორტული განვითარების კუთხით ვითარდება ინფრასტრუქტურა”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.