ართანაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების დროს მეხანძრეები დაშავდნენ
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის ნიკა სირაძის განცხადებით, მაშველები ქვის ცვენის დროს მსუბუქად დაშავდნენ და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შინაგან საქმეთა მინისტრმა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 400 თანამშრომლის ალპურ ზონაში გაგზავნის გადაწყვეტილება რთული რელიეფის გამო მიიღო.
სოფელ ართანას მიმდებარედ, ტყის მასივში ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოები მესამე დღეა მიმდინარეობს. როგორც knews.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ხანძრის ძირითადი კერების ლოკალიზებას უახლოეს მომავალში შეძლებენ. არსებული ინფორმაციით, ხანძარი სავარაუდოდ მეხის ჩამოვარდნამ გამოიწვია.