ახალი ამბები

დედოფლისწყაროში მიწისძვრა მოხდა

დღეს, კახეთში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მიწისძვრა დაფიქსირდა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრე 3,8 მაგნიტუდას შეადგენდა. ეპიცენტრი ქალაქ დედოფლისწყაროდან 20 კილომეტრში იყო.

როგორც knews.ge-ს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა განუცხადა, მიწისძვრას ნგრევა არ მოჰყოლია.

„მიწისძვრა იყო, მაგრამ მადლობა ღმერთს ზარალი არ მოჰყოლია. არც არავინ არ დაშავებულა. მიწისძვრის ეპიცენტრი დედოფლისწყაროდან სამხრეთ-დასავლეთით დაახლოებით 20 კილომეტრში დაფიქსირდა“, – განუცხადა knews.ge-ს ნიკოლოზ ჯანიაშვილმა.