ახმეტაში ხანძრის შედეგად 1 ჰექტარი ტერიტორია დაიწვა
ცეცხლის ჩაქრობას ორ სახანძრო სამაშველო ბრიგადასთან ერთად მოსახლეობა ცდილობდა.
როგორც knews.ge–ს სოფელში გამგებლის წარმომადგენელმა, ლაშა უძილაურმა განუცხადა, ცეცხლი ჯერ 1 ჰექტარ ფართობზე ხმელ ბალახს მოედო, ხოლო შემდეგ კი ჩაჩხრიალაში გამავალი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების საყრდენებზე გავრცელდა. მისივე თქმით, ხანძარი უკვე ჩააქრეს.
“თავიდან ცეცხლი ბალახებს მოეკიდა, შემდეგ კი ელეტქროენერგიის გადამცებ ბოძებზე გადავიდა. ხანზარი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების ეზოებშიც გავრცელდა, თუმმცა ცეცხლი დროულად ჩავაქრეთ”, – განუცხადა knews.ge–ს ლაშა უძილაურმა.
მისივე ინფორმაციით, ილტოს ხეობის ექვს სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება.