საძოვრების რაციონალურად გამოყენების პროგრამაში კოოპერატივების რეგისტრაცია დაიწყო
სახელმწიფო პროგრამის გეოგრაფიული არეალი მაღალმთიანი სტატუსის მქონე კახეთის ორ მუნიციპალიტეტზე – საგარეჯოსა და ახმეტაზე ვრცელდება. კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, ერთ მუნიციპალიტეტში დაკმაყოფილდება ერთი განაცხადი.
პროგრამას სოფლის მეურნეობის სამინისტრო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად ახორციელებს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში რაციონალურად და სწორად მოხდება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების გამოყენება.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ვებ–გვერდზე:
http://acda.gov.ge/index.php/geo/static/207