სოფელ კალაურში მეთერთმეტე საუკუნის სამარხს მიაკვლიეს
არქეოლოგების ინფორმაციით, აღმოჩენილი ძვალშესალაგი სავარაუდოდ კახეთ-ჰერეთის მეფეს კვირიკე მესამეს ეკუთვნის, რომელიც 1010-1037 წლებში მეფობდა. მათივე თქმით, საფლავზე წარწერაა: ” რანთა და კახთა მეფე“.
ძეგლთა დაცვის სპეციალისტები ადგილზე იმყოფებიან.