თუშეთის გზაზე დაწესებული რეჟიმი ნაწილობრივ მოიხსნა
„გზის დაიტბორილი მონაკვეთი ამჟამად არის მოხრეშლი და საშიშროება აღარ არის, თუმცა კლდიდან ქვათაცვენის საფრთხე არსებობს“, – განუცხადა knews.ge-ს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელის მოადგილემ, ვაჟა ნასყიდაშვილმა.
ამ დროისთვის გზის აღნიშნულ მონაკვეთზე გარკვეული შეზღუდვები რჩება. როგორც knews.ge–ს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი სეთურიძემ განუცხადა, თუშეთთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის 56-ე კმ-ზე ყოველდღე, საღამოს 20:00 სთ-დან დილის 06:00სთ-მდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.
,,მოძრაობა სახიფათოა არა წყლის დონის აწევის, არამედ მასობრივი ქვათაცვენის გამო. მოსახლეობას მოვუწოდებ, რომ გზის ამ მონაკვეთზე გადაადგილების დროს საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე. საღამოს 20 საათიდან თუშეთის გზაზე მოძრაობა ნებადართული არ არის“, – განუცხადა knews.ge–ს გიორგი სეთურიძემ.