ახალი ამბები

პანკისის ხეობაში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა გადაიდო

ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკისის ხეობაში, მდინარე სამყურის წყალზე, ალაზნის მარცხენა შენაკადზე 30 მეგავატი სიმძლავრის ჰესის მშენებლობა, რომლის კასკადიც შედგება 2 ჰიდროელექტროსადგურისგან, ამ დრომდე არ დაწყებულა. აღნიშნულ პროექტს კომპანია ,,ფერი” ახორციელებს.

,,პროექტში 30-35 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება. სამშენებლო სამუშაოებს 3 წელი დასჭირდება. ნებართვის გამცემმა ორგანომ, ამ შემთხვევაში ეკონომიკის სამინისტრომ, დოკუმენტაციაში გარკვეული ხარვეზები აღმოაჩინა. კომპანია მუშაობს ამ მიმართულებით და, სავარაუდოდ, კვირის ბოლოს უწყებას ნებართვის მისაღებად განაცხადს ხელმეორედ წარუდგენს”, – განუცხადა knews.ge-სთან კომპანიის

აღმასრულებელმა დირექტორმა ლაშა იორდანაშვილმა.
მისივე თქმით, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწების (ჯამში 30 ჰექტარი) გადაცემის საკითხიც მოგვარებულია, თუმცა როდისთვის მიიღებს კომპანია სამშენებლო ნებართვას და როდის დაიწყებს სამუშაოებს, დაზუსტებული ინფორმაცია არ არსებობს. 

ჰიდროელექტროსადგური 1 საათში 130 მილიონ კილოვატს გამოიმუშავებს.

ადგილობრივi მოსახლეობა ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას აპროტესტებს.

,,თუ ჰესი აშენდება, სოფელს სასმელი და სარწყავი წლის დეფიციტი გაუჩნდება”,–აცხადებს მოსახლეობა.