8 ოქტომბერს ქართული ღვინის ეროვნული კონკურსი გაიმართება
საქართველოს სომელიეთა ასოციაციის ინფორმაციით, წარმოდგენილი იქნება 14 კატეგორია: ცქრიალა ღვინო (თეთრი ბრუტი); თეთრი მშრალი ღვინო; წინანდალი; ქვევრის თეთრი ღვინო; ვარდისფერი ღვინო; წითელი მშრალი ღვინო; საფერავი; პრემიალური საფერავი; მუკუზანი; ქვევრის წითელი ღვინო; უსახელოური; ხვანჭკარა; ქინძმარაული; ჭაჭა.
გამარჯვებული ღვინოების დაჯილდოება გაიმართება 8 ოქტომბერს.
დაჯილდოების ცერემონიალის ფარგლებში გათვალისწინებულია სომელიესა და ასისტენტ სომელიეს სტატუსების მიანიჭება. ქართული ღვინის მე-4 ეროვნული კონკურსის საზეიმო დაჯილდოებაზე უკვე მეოთხედ დასახელდება “ქართული ღვინის ორდენის“ სამი კავალერი, რომელიც საქართველოს სომელიეთა ასოციაციამ 2013 წელს დააწესა.