ლევან დავითაშვილი – წელს ყურძნის უხვ მოსავალს ველოდებით
ლევან დავითაშვილის განმარტებით, ყოველ წელს არსებობს მთავრობის განკარგულება რთველის ხელშემწყობი ღონისძიებების გატარების შესახებ, რადგან ეს არის მასიური კამპანია და შესაბამისად, მაქსიმალური კოორდინაცია სჭირდება პროცესს, რათა ორგანიზებულად ჩატარდეს რთველი.
,,შექმნილია საკოორდინაციო შტაბი, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგნეტოს ხელძღვანელი ხელმძღვანელობს. აღნიშნულ პროცესში ჩართულია სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის მიზნით, ჩართულია შსს. ჩვენი ოპერატორები ყურძნის ჩაბარების პროცესს დაესწრებიან და აღრიცხვაში მიიღებენ მონაწილეობას. შესაბამისად მთელი კახეთი იქნება დაფარული მობილური ჯგუფების მიერ, რადგან მნიშვნელოვანია შენარჩუნდეს წესრიგი და პროცესი წარიმართოს ორგანიზებულად და კოორდინირებულად. ძირითადი ყურადღება მახვილდება იმაზე, რომ ერთდოულად იმაზე მეტი ოდენობის ყურძენი არ დაიკრიფოს, ვიდრე იმ კონკრეტულ მონაკვეთში საწარმოს სიმძლავრეა, ამიტომ საკოორდინაციო შტაბი იღებს ინფორმაციას საწარმოებისგან კონკრეტულ დღეს, რამდენი ყურძნის გადამუშავება შეუძლია, ეს ინფორმაცია მიეწოდება ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს, რომლებსაც ინფორმაცია მიაქვთ ფერმერებამდე, რომ ორგანიზებულად წარიმართოს პროცესი”, – განაცხადა თელავში გამართულ შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა.
დღეს მინისტრმა თელავში, სასტუმრო „ალაზნის ველში“, 2017 წლის რთველის საკოორდინაციო შტაბი ოფიციალურად გახსნა.