სოფელ დუისში ხანძარი ლოკალიზებულია
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ლედი ოქროპირიძის ინფორმაციით, ცეცხლი ხმელ ბალახსა და ბუჩქნარს მოეკიდა. შემთხვევის შედეგად დაახლოებით ნახევარი ჰექტარი ტერიტორია დაიწვა.
სოფელში გაჩენილი ხანძრის შესახებ ინფორმაცია დუისის მკვიდრმა, ლუიზა მუთოშვილმა, სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა.