საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო
წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების დღიდან ძალაში შედის შეზღუდვები, რომლებიც სახელმწიფო სტრუქტურების, საჯარო მოხელეებისა და თანამდებობის პირების მიმართ არსებობს.”საარჩევნო კოდექსის” მიხედვით, წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის, თანამდებობრივი ან სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენება.
საარჩევნო კანონმდებლობაში, საგაზაფხულო სესიის ბოლოს, ”ქართული ოცნების” დეპუტატების ინიციატივით განხორციელდა ცვლილებები, რომელთა მიხედვით, პრეზიდენტი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, არჩევნებამდე 60 დღით ადრე ნიშნავს. შესაბამისად, წინასაარჩევნო კამპანიაც კენჭისყრის დღემდე 60 დღით ადრე იწყება. მანამდე კი მოქმედებდა ნორმა, რომლითაც არჩევნების დანიშვნა და საარჩევნო კამპანიის დაწყება 60 დღეზე ადრე იყო შესაძლებელი.
ცვლილებები, ასევე, განხორციელდა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსშიც“. მუნიციპალიტეტებში გამგებლის თანამდებობა გაუქმდა და მოსახლეობა ყველა თვითმმართველ ერთეულში მერებს აირჩევს.