სტატიები

თუშეთთან დამაკავშირებელი გზის სავალი ნაწილი წყალმა დაფარა

როგორც knews.ge–ს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელის მოადგილემ, ვაჟა ნასყიდაშვილმა განუცხადა, წყლის დონემ 3–დან 8 მეტრამდე გაიზარდა. მისივე ინფორმაციით, გზაზე ავტოსატრანსპორტო მოძრაობა სახიფათოა, თუმცა ამ ეტაპზე მაღალი გამავლობის მანქანებისა და სატვირტო ავტომობილებისთვის გადაადგილება ნებადართულია. ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები არ მიმდინარეობს. 
„გზის 56–ე კილომენტრზე მეწყერი ჩამოწვა. წყლის დონემ აიწია. მაღალი გამავლობის მანქანებისთვის გადაადგილება უსაფრთხო არ არის, მაგრამ გზა არ ჩაკეტილა. შესაძლოა საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გასცეს განკარგულება, რომ გზა ჩაიკეტოს, რათა დაიწყოს გაწმენდითი სამუშაოები. ამჟამად მიმდინარეობს არსებული ვითარების შესწავლისა და გზის დათავალიერების სამუშაოები“, – განუცხადა knews.ge–ს ვაჟა ნასყიდაშვილმა. 
საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, გზაზე გადაადგილება ქვების მასობრივი ცვენის და არა წყლის დონის აწევის გამო. გიორგი სეთურიძე მოსახლეობას მოუწოდებს, რომ გზის 56–ე კილომეტრზე გადაადგილებისას განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ. 
„არა მარტო 56–ე კილომეტრზე. იმისათვის რომ წყლის დონემ დაიწიოს, საჭიროა ჩავატაროთ დამატებითი სამუშაოები. ჩვენი სპეციალისტები ადგილზე იმყოფებიან. დღის ბოლომდე გვქნება სამოქმედო გეგმა. არ არის გამორიცხული, რომ დამატებითი ძალების ჩართვა დაგვჭირდეს ამ პროცესში. წყლის დონე დაახლოებით 30 სანტიმეტრია. მაღალი გამავლობის მანქანები წყალში თავისუფლად გადიან. მოძრაობა სახიფათოა არა წყლის დონის აწევის, არამედ მასობრივი ქვათაცვენის გამო. მოსახლეობას მოვუწოდებ, რომ გზის ამ მონაკვეთზე გადაადგილების დროს საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე“, – განუცხადა knews.ge–ს გიორგი სეთურიძემ. 
შეგახსენებ, რომ ფშაველი–აბანო–ომალოს დამაკავშირებელი გზის ამ მონაკვეთზე, ზამთარში, დაახლოებით 300 000 კუბური მეტრი სიდიდის კლდოვანი მასა მოწყდა, რომელმაც, დაახლოებით 10 მეტრის სიმაღლეზე, გზის სავალი ნაწილი დაფარა და მდინარე ალაზანი დააგუბა. ამ პრობლემის გამო თუშეთის გზა 12 ივნისს გაიხსნა. უშეთში ტურისტული სეზონი 3–4 თვე გრძელდება. თუშეთთან დამაკავშირებელი გზის გაწმენდით სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „გერალი“ ახორციელებს.