თელავისა და ახმეტის სოფლების ნაწილს გაზის მიწოდება შეეზღუდება
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში“ აცხადებენ, რომ გაზის გათიშვის მიზეზი “რუსთავი-თელავი-ჟინვალის“ მაგისტრალურ გაზსადენზე დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოებია.
,,მიმდინარეობს „თელავი-ახმეტის“ ახლადაშენებული მონაკვეთის მოქმედ მაგისტრალურ გაზსადენში შეჭრის სამუშაოები. აქედან გამომდინარე, 22 აგვისტოს დილის 07:00-დან 19:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება ქალაქების – თელავისა და ახმეტის, ასევე სოფლების: ნაფარეულის, გულგულას, ოჟიოსა და ქისტაურის მოსახლეობას”,– აცხადებენ შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში“.