21 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება
გიორგი მარგველაშვილის ინფორმაციით, არჩევნების დანიშვნის შესახებ სამართლებრივი აქტი კონტრასიგნაციისთვის მთავრობის ადმინისტრაციაში უკვე გადაგზავნილია.
ქვეყნის პირველმა პირმა ჯერ კიდევ ივნისის ბოლოს დააანონსა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დანიშვნას მიმდინარე წლის ოქტომბრის მესამე კვირის ბოლოს აპირებდა, თუმცა მაშინ კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია და აღნიშნა, რომ შესაბამისი აქტი არჩევნების დანიშვნის თაობაზე 60 დღით ადრე, აგვისტოს ბოლოს გამოიცემოდა.
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებების მიხედვით მუნიციპალიტეტებში გამგებლის თანამდებობა გაუქმდა. მოსახლეობა ყველა თვითმმართველ ერთეულში მერებს აირჩევს.