სიღნაღში ავტომობილი დაიწვა
„აღმართის დაძლევის დროს ავტომობილს ზეთის გაჟონვის შედეგად ცეცხლი წაეკიდა, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მოსახვევში შევარდა“,– განუცხადეს knews.ge–ს საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციაში.
მათივე ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძღოლი და მის გვერდით მჯდომი არ დაშავებულა. ავტორბოლა,რომელშიც პროფესიონალი მრბოლელები მონაწილეობდნენ, გუშინ, 12 საათზე, დაიწყო. მრბოლელებმა, რომლებმაც 4,39 კილომეტრიანი გზა გაიარეს, სტარტი წნორიდან აიღეს.