საქსტატი – საქართველოში ცხვრის რაოდენობა გაიზარდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვიდან ფურის სულადობა 492 ათასით განისაზღვრა. ქვეყანაში მნიშვნელოვნად გაიზარდა ცხვრისა და თხის ჯამური სულადობა. სხვაობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 59 000-ია და 2017 წლის 1 ივლისისთვის ცხვრისა და თხის ჯამურმი რაოდენობა 1, 232 მლნ სულამდეა.
მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარის, ბექა გონაშვილის განცხადებით, მისთვის ეს მონაცემები საეჭვოა.
„საიდან აქვეყნებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ამ მონაცემებს? ცხვარი საქართველოში იდენტიფიცირებული არ არის. საიდან იცის საქსტატმა ვის რამდენი ცხვარი ჰყავს? შესაძლოა გაიზარდა კიდეც, მაგრამ ჩემთვის საეჭვოა ეს მონაცემები“, – განუცხადა knews.ge–ს ბექა გონაშვილმა.