ველისციხეში 75 წლამდე მამაკაცი წლის ავზში დაიხრჩო
„მომხდარის შესახებ მეორე დღეს გავიგეთ. როგორც მეზობლებმა თქვეს, საკუთარ ეზოში, წყლის ბიდონი ედგა, იქ ჩავარდა და დაიხრჩო. იმ დროს სახლში იყო მხოლოდ მისი ავადმყოფი მეუღლე. ერთი შვილი ჰყავს და თბილისში ცხოვრობს. სხვა არაფერი არ ვიცით“, – განუცხადეს knews.ge–ს გარდაცვლილის მეზობლებმა.
როგორც knews.ge–ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რომელიც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.