რქაწითელის ფასი 70 თეთრიდან, საფერავის კი 1 ლარიდან დაიწყება
,,წელს, ყურძნის მოსავალი დიდია. გაზრდილია ღვინის ექსპორტიც. ყურძნის რეალიზაციისთვის ქალაქებში გამოიყოფა სპეციალური ადგილები, წარმოების გაზრდის ხელშეწყობის მიზნით”, – განუცხადა knews.ge-ს გიორგი სამანიშვილმა.
მისივე განცხადებით, წელს რქაწითელის ფასი 70 თეთრიდან დაიწყება.
,,საფერავზე მოთხოვნა არის, ამიტომ ანალიზიდან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ 1 ლარიდან დაიწყება მისი ფასი”, – აღნიშნა სამანიშვილმა.
მისივე თქმით, ღვინის კომპანიები, რომლებიც საბრენდე სპირტისა და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის წარმოების მიზნით რქაწითელსა და კახური მწვანის ჯიშის 1 კგ ყურძენს არანაკლებ 70 თეთრად შეისყიდიან, სახელმწიფოსგან კომპენსაციის სახით 35 თეთრს მიიღებენ.