გურჯაანის 6 ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
როგორც knews.ge–ს გურჯაანის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის სპეციალისტმა, თამაზ მარკოზაშვილმა განუცხადა, წელს კიდევ სავარაუდოდ 5 ობიექტს მიენიჭება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.
„კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისთვის სტატუსის მინიჭება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს აუცილებელია მისი დაცვისა და რეაბილიტაციისათვის. სტატუსი შესაძლებელია მიენიჭოს კიდევ 5 ეკლესიას, მათ შორის, სოფელ ვაზისუბნის წმ. თამარ მეფის სახელობის ეკლესიას. საჭირო დოკუმენტაცია უკვე მომზადებული მაქვს ძეგლთა დაცვის ეროვნულ სააგენტოში წარსადგენად“, – განუცხადა knews.ge–ს თამაზ მარკოზაშვილმა.
გურჯაანში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი142 ეკლესია-მონასტერს აქვს მინიჭებული.