ლაგოდეხის ნაკრძალში ვიზიტორთა რაოდენობა 14%-ით გაიზარდა
ქვეყნის მასშტაბით კი ეს მაჩვენებელი 35%–ია. როგორც knews.ge–ს ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი სულამანიძემ განუცხადა, ნაკრძალს ვიზიტორები ძირითადად გერმანიიდან, რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, ჩეხეთიდან და პოლონეთიდან სტუმრობენ.
,,ვიზიტორთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. ლაგოდეხის დაცულტერიტორიებს 2015 წელს 22 223, ხოლო 2016 წელს 43 354 ვიზიტორი ესტუმრა. ჩვენთვის გადამწყვეტად მნიშნელოვანი არ არის ვიზიტორი ქართველია თუ უცხოელი. მთავარია ეს პროცესი მომგებიანი. ტურისტთა რაონობის ზრდა ადგილობრივ შემოსავლებზე პირდაპირ აისახება. მაგალითად ლაგოდეხში, ვაშლოვანის ქუჩაზე, წლიდან წლამდე იზრდებს საოჯახო სასტუმროების რაოდენობა, რადგან ტურისტთა უმრავლესობა ღამეს სწორედ ასეთი ტიპის სასტუმროებში ათევს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოსახლეობის შემოსავლების ზრდა“, – განუცხადა knews.ge–ს გიორგი სულამანიძემ.
ლაგოდეხში სამი საინფორმაციო ცენტრი ფუნქციონირებს, სადაც ვიზიტორებს საშუალება აქვთ დაცული ტერიტორიის და მისი ღირშესანიშნაობების შესახებ დეტალური ინფორმაცია ადგილზე მიიღონ.